вторник, 9 сентября 2014 г.

1.პროექტის სახელწოდება
„სუფთა წყალი -ჩვენი      უპირველესი საზრუნავი“
2.პროექტის მთავარი იდეა
შევინარჩუნოთ წყლის სისუფთავე .
3.პროექტის აქტუალობა:
წყალი სამყაროს ქმნილებაა. ოდესღაც მასში ჩაისახა სიცოცხლე. უსასრულოდ მრავალფეროვანია სიცოცხლე. სიცოცხლე იქაა, სადაც წყალია. არ არსებობს ცოცხალი არსება წყლის გარეშე. დღესდღეობით კი ყველაზე აქტუალური  პრობლემაა დაბინძურებული წყალი . პროექტის აქტუალობაა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის ვარგისიანობის შესწავლა.
4.პროექტის მიზნები.
1.სკოლის ტერიტორიაზე არსებული წყლის შესწავლა. 2.ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გავხადოთ  სკოლის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყალი ონკანზე წყლის გამწმენდ - დამარბილებელი ხელსაწყოს დამონტაჟებით.
5.მონაწილეთა  ასაკი.
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე. ოქტომბერი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
1.გაკეთდეს სკოლის წყლის პირველადი ქიმიური ანალიზი.2.ხისტი წყლის დამარბილებელი ხელსაწყოს დამზადება. 3.ხელსაწყოში საცდელად წყლის გატარება და ანალიზი. 4. დაადგენენ ხელსაწყოს ეფექტიანობას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.
საგრაგნილე მავთული. საიზოლაციო ლენტა. უჟანგავი მილი. საიზოლაციო ქაღალდი“პრიშმანის“,ელ. მავთული. მუფტა,(ფ-200), ჭანჭიკები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები მოახდენენ სკოლის წყლის ქიმიურ ანალიზს, დაამზადებენ ხისტი წყლის დამარბილებელ ხელსაწყოს, საცდელად მოხდება ხელსაწყოში წყლის გატარება შემდეგ განმეორებითი ანალიზი.ცნობილია ისიც, რომ წყალი რომელიც ტექნიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული, კალციუმისა და მაგნიუმის  მარილებს არ უნდა შეიცავდეს. ეს მარილები ორთქლის ქვაბების კედლებზე, რადიატორებისმილებში  და სხვა ძნელად მოსაშორებელ მინადუღარს წარმოქმნის. მინადუღარის წარმოქმნას შეუძლია გამოიწვიოს საწვავის ზედმეტ ად ხარჯვა, მექანიზმის მწყობრიდან გამოყვანა. ამდენად, წყლის დარბილება ტექნიკური წყლის გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია. ხელსაწყოს დასამზადებლად წყლის მილის მცირე გაკეთდა იზოლაცია მასზე დაახვიეს კოჭა რომლის ბოლოებს 12 ვოლტიანი მუდმივი დენის წყაროს პოლუსებს შეუერთებენ. კოჭაში წარმოიქმნება ელექტრ. მაგნიტური ველი და მისი ზემოქმედების ქვეშ მილში წყლის გავლისას ხდება გაწმენდა დარბილება მინერალებისგან, რაც გამოიწვევს სიხისტის შემცირებას.  შემდეგ ხდება ხელსაწყოს დამონტაჟება სკოლის ეზოში ონკანზე. ხელსაწყოში გატარებული წყლის წაღება საანალიზოდ. ხელსაწყოს ეფექტიანობის დასადგენად შეადარებენ წყლის საწყის და საბოლოო ქიმიური ანალიზის  შედეგს, რის შედეგად დაადასტურებენ, რომ ხელსაწყოში გატარებული წყალი არის ბევრად უფრო  რბილი. აქედან, გამომდინარე ხელსაწყოს გამოყენება ეფექტურია და ის ხელს შეუწყობს შედარებით სუფთა სასმელი წყლის მიღებას. მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელსაწყო                   სწორედ ამ პრობლემის თუ სრულად არა, ნაწილობრივ გადაჭრას მაინც ემსახურება, რადგან ვიცით, რომ ხისტი წყალი გარკვეულ წილად მოქმედებს მოზარდებისა და უფროსების ჯანმრთელობაზე(აჩენს კენჭოვან დაავადებებს)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოსწავლეები გამოავლენენ ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ცოდნას, ასევე, მართლწერისა და ლოგიკური მსჯელობის უნარს ქართული ენიდან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მზიური ბერიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.
Mziuriberidze75@gmail.com
13.პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი.

Комментариев нет:

Отправить комментарий